ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:
ა) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას
–
მისი გამოგზავნის დღიდან;
ბ) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას
–
გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული,–
გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს;
გ) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში
–
გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
- საქმე №ას-843-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…რომ: (ა) კასატორს არ მიუწოდებია საქონელი მოსარჩელისთვის და (ბ) არ დგინდება ტვირთის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, სსკ-ის 689.1 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, საქონელი დაკარგულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამავე კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამკვეთის შესაბამისი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამოწურულიყო 2018 წლის 28 აგვისტოს, 24:00 საათზე.
- საქმე №ას-873-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
367-378) მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე - სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე, სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე დაყრდნობით. 15. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს,,ნ.დ–მა’’ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მის სასარგებლოდ შპს,,ს.ლ–სს’’-ს დაეკისროს 777 876 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს - 25 268.75 ლარის გადახდა;
- საქმე №ას-1957-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2020
რაც შეეხება სახელშეკრულებო მოთხოვნას, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის შესაბამისად, იგი ხანდაზმულია. 3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს შპს „გ.ჰ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 827 აშშ დოლარის გადახდა.
- საქმე №ას-878-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 170-ე, 172-ე, 168-ე, 312-ე, 183-ე, 411-ე, 317-ე, 987-ე, 699-ე და 971-ე მუხლები გამოიყენა. 8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების…
- საქმე №ას-667-667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2018
სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 699-ე მუხლზე, რომლის თანახმად: „ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი.
- საქმე №ას-617-576-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №ას-119-114-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2014
- საქმე №ას-581-549-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2012
- საქმე №ას-1014-950-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
- საქმე №ას-676-636-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2012
- საქმე №ას-664-625-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2012
- საქმე №ას-675-635-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2012
- საქმე №ას-509-481-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ას-368-349-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ას-1806-1780-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2012
- საქმე №ას-1715-1698-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2011
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №ას-116-114-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2011
- საქმე №ას-355-331-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2010
- საქმე №ას-113-445-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2009
- საქმე №3კ/965-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2001
- საქმე №330210015001116344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №330210015773571 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №330210016001315297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №330210015000815209 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №330210018002442578 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.10.2018
- საქმე №330210014426193 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება