თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი, მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა მარტომ უნდა აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი;
ბ) თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად;
გ) როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით უნდა გადაიხადოს ყველა გადამზიდველმ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
კერძოდ, სსკ-ს 890-ე მუხლი (რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება), სსკ-ს 690-ე მუხლი (დანამატის მიღების მოთხოვნის უფლება), სსკ-ს 704-ე მუხლი (რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას), 706-ე მუხლი (შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო), სსკ-ს 858-ე მუხლი (რეგრესის უფლების დაუშვებლობა).
- საქმე №ბს-1067-1020(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2008
…და აღნიშნულით დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის,,ა” ქვეპუნქტი, ასევე იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე, 704-ე, 992-ე, 998-ე, 1005-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა საქართველოს ზოგადი…
- საქმე №ას-536-811-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2004
სკ-ის 704-ე, 716-ე, 724-ე, 729-ე მუხლების შესაბამისად არც დავალების ხელშეკრულება და საკუთრების მინდობა არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ შპს “ო.-ი” ზიანის მიყენების დავასთან დაკავშირებით ჩაითვალოს სათანადო მოპასუხედ, მითუმეტეს, რომ სახლზე ყადაღის დადება მოხდა “ბ.-სა” და შპს “ო.-ს” შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება