თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის; მეორე და ყოველი მომდევნო გადამზიდველი ტვირთისა და ზედნადების მიღების გზით ხდება ხელშეკრულების მხარ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 701. პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმდევარი გადაზიდვების შემთხვევაში
სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლი · სკ 701
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-617-576-2017
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებების და დავის განხილვისას გამოიყენა სსკ-ის 677-ე 668-ე და 701-ე მუხლები, მაშინ როდესაც მხარეთა შორის მოცემულ საქმეზე არსებული ურთიერთობა იურიდიულად არ რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით და სადაო ურთიერთობისას…
- საქმე №ას-358-610-08
…“ს-ის” ექსპლუატაციის დირექტორის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹15-30-134/4 წერილითYეცნობა, რომ მატერიალური ზიანი მას უნდა აუნაზღაუროს ესპანეთის საფოსტო ადმინისტრაციამ, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველ ნაწილს, 701-ე, 692-ე, 409-ე მუხლებსა და 408-ე მუხლის პირველ ნაწილს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ამანათში სადავო ნივთების არსებობის დამადასტურებლი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
- საქმე №3გ-ად-66-კ-03
სკ-ს 701-ე, 702-ე, 677-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს “ა. ს-ი და კომპანია” და “ა-ი” შავი ლითონის ჯართის გადაზიდვას ზედნადებში მითითებული პირობით ახორციელებენ ერთიანი ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, სადგური “...”, სადგური “...”, სადგური “...”, სადგური..., – გადატვირთვა გემის ბორტზე.
- საქმე №330210119003031902
…გადაზიდვა რამდენიმე გადამზიდველის მეშვეობით. დადგენილია, რომ ამანათი გამგზავნმა ჩააბარა შპს,,ნი-----------ს“, ხოლო საბაჟო პროცედურის გავლის შემდეგ, ეს ამანათი გადაეცა შპს „სტ-----------------ას“, რომელიც მონაწილეობდა გადაზიდვაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის;
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 695. პროცენტის მოთხოვნა უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე
- მუხლი 696. არასახელშეკრულებო მოთხოვნები გადაზიდვებისას
- მუხლი 697. პასუხისმგებლობისაგან გადამზიდველის გათავისუფლების დაუშვებლობა
- მუხლი 698. ცნება. შინაარსი
- მუხლი 699. გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა
- მუხლი 700. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება
- მუხლი 702. სათანადო საბუთების გადაცემის ვალდებულება
- მუხლი 703. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველებისაგან
- მუხლი 704. რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას
- მუხლი 705. გადამზიდველის გადახდისუუნარობის შედეგები
- მუხლი 706. შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 701, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-701/