ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა გადამზიდველი უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული, ხანდაზმულობის ვადა რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის კვლავ გრძელდება. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის, ასევე საბუთების უკან დაბრუნების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც მათ ეყრდნობა. სხვა რეკლამაციები, რომლებიც იმავე საგანს ეხებიან, ვერ შეაჩერებენ ხანდაზმულობის ვადის დენას.
IV. გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-667-667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2018
…კანონის პირველი, 35-36-ე მუხლები, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის (შემდეგში: სარკინიგზო კოდექსი) მე-3, 46-ე და 52-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე და მე-700 მუხლები. 6.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, მხარეთა შორის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობაზე, მაგრამ არ დაეთანხა მოპასუხის მტკიცებას, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოყენებულიყო საერთაშორისო შეთანხმება (იხ.
- საქმე №330210015001116344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.06.2018
…კანონის პირველი, 35-36-ე მუხლები, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის (შემდეგში: სარკინიგზო კოდექსი) მე-3, 46-ე და 52-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე და მე-700 მუხლები. 6.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, მხარეთა შორის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობაზე, მაგრამ არ დაეთანხა მოპასუხის მტკიცებას, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოყენებულიყო საერთაშორისო შეთანხმება (იხ.
- საქმე №330210014426193 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2018
ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის 32-ე მუხლის იდენტური შინაარსის დებულებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე, მე-700 მუხლები (რომლებიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის მე-12 თავის მე-3 ქვეთავში - რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება