1. გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე ზედნადებში აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი, ანდა გადაცილებული იქნება მისი ჩაბარების ვადა.
2. თუ უკვე გამოხატულია განსაკუთრებული დაინტერესება მოცემული გადაზიდვით, 692-ე და 693-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოთხოვილ იქნეს დამატებითი ზიანის ანაზღაურება დაინტერესებაში გამოხატული ოდენობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-688-658-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 694-ე მუხლის პირველ ნაწილს და აღნიშნავს, რომ გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე ზედნადებში აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი, ანდა გადაცილებული იქნება მისი ჩაბარების ვადა.
- საქმე №ას-110-105-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2013
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 679-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 694-ე მუხლი და 696-ე მუხლის პირველი ნაწილი, არ გამოიყენა „შეთანხმება საფოსტო ამანათებზე“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-5 თავის 26-ე მუხლი და 1.1 მუხლის პირველი პუნქტი, არასწორად განმარტა „მსოფლიო საფოსტო კონვენციის34-ე მუხლის 1.1.1 პუნქტი, 4.1 და 4.3 პუნქტები და 2.1 პუნქტი.
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანის მოპასუხისაგან ასანაზღაურებელი ოდენობის დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 692-ე და 694-ე მუხლებით, მაგრამ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება