1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული,–
გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.
3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას
–
ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 692-ე და 694-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება.
4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება, ან არ არის მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება გადახდიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-843-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
შესაბამისად, რადგანაც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ: (ა) კასატორს არ მიუწოდებია საქონელი მოსარჩელისთვის და (ბ) არ დგინდება ტვირთის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, სსკ-ის 689.1 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, საქონელი დაკარგულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამავე კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამკვეთის შესაბამისი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამოწურულიყო 2018 წლის 28 აგვისტოს, 24:00 საათზე.
- საქმე №ას-470-470-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
…ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 799.1, 866.1, 816-ე, 689.1, 394-ე, 404-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები. 15.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან, ტვირთის გადაზიდვის შესახებ დადებული…
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
ტვირთი დღემდე დანიშნულებისამებრ არაა მისული, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 689-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, ანუ ტვირთი ითვლება დაკარგულად. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ფირმა “ჰერეუსმა”, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა კატალიზატორის ბადეების დამზადება, აცნობა მას ამ ბადეების დამზადებაზე ხარჯების გაზრდის შესახებ.
- საქმე №330210015753755 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.03.2018
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა სამოქალაქო კოდექსის 689.1 მუხლის ანალიზის საფუძველზე (ტვირთის დაკარგულად მიჩნევის პრეზუმფცია. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც…
- საქმე №190210018002608348 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
…რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები: - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე, 672-ე, 673-ე, 674-ე, 677-ე, 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 394-ე, 669-ე, 686-ე, 689-ე, 408-ე, 689-ე, 692-ე, 697-ე, 412-ე, 442-ე, 444-ე მუხლებით 6. სამართლებრივი შეფ
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება