გადამზიდველს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ნივთი.
II. გადამზიდველის პასუხისმგებლო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 685-ე მუხლი · სკ 685
გადამზიდველს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ნივთი.
II. გადამზიდველის პასუხისმგებლო
…( სსკ 586-ე მუხლი), გირავნობის უფლება ნაყოფზე ( სსკ 596-ე მუხლი), გირავნობის უფლება მენარდის მიერ დამზადებულ მოძრავ ნივთზე ( სსკ 634-ე მუხლი), გირავნობის უფლება ტვირთზე გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო ( სსკ 685-ე მუხლი), სასაქონლო საწყობში შენახულ საქონელზე გირავნობის უფლება ( სსკ 796-ე მუხლი). კანონისმიერი გირავნობის ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს ამგვარი გირავნობის სხვა შემთხვევებსაც.
სამოქალაქო კოდექსის 267-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.
…ტვირთს, თუმცა, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული რკინიგზის მოთხოვნა, 2004 წლის 26 ნოემბრიდან 2007 წლის 26 მარტამდე გირავნობის უფლებით დაკავებულ მოპასუხის კუთვნილ 8 ვაგონ-ცისტერნაზე, ვაგონების მოცდენის ხარჯის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 685-ე მუხლისა და სარკინიგზო კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველს, გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო, აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია, განკარგოს ეს ნივთი.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 685-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გადამზიდველს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ნივთი.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 685, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-685/