1. იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს.
2. თუ გადამზიდველი დაამტკიცებს, რომ, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დანაკარგი ან დაზიანება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო 686-ე მუხლის მე-4 ნაწილში დასახელებული ერთი ან რამდენიმე საფრთხისაგან, ივარაუდება, რომ ზიანი აქედან წარმოიშვა. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ზიანი არ არის ამ საფრთხისგან ან მხოლოდ ამ საფრთხისგან წარმოშობილი.
3. ამ მუხლის მეორე ნაწილში მოცემული პრეზუმფცია არ მოქმედებს 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის ექსტრემალურ პირობებში დაკარგვის ან დაღუპვისას.
4. თუ გადაზიდვა ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც აქვს სპეციალური აღჭურვილობა ტვირთის დასაცავად სიცხის, სიცივის, ტემპერატურის ცვლილებების ან ქარისაგან, გადამზიდველს შეუძლია 686-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მიუთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა აუცილებელი მოქმედებანი ამ მოწყობილობათა შერჩევის, ექსპლუატაციისა და გამოყენებისათვის და დაიცვა მისთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა.
5. გადამზიდველს შეუძლია 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა ღონისძიება და დაიცვა მისთვის მიცემული ყველა მითითებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-404-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2023
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 687-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმის მტკიცება, რომ ტვირთის მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, გადამზიდველს ეკისრება.
- საქმე №ას-873-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
სააპელაციო პალატამ საკუთარი პოზიცია დააფუძნა სსკ-ის 686-ე და 687-ე მუხლებს, რომელთა მიხედვით, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისთვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
- საქმე №ას-578-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სსკ-ის 676-ე და 687-ე მუხლების შინაარსის, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტისა და კანონმდებლის მიერ ტვირთის მიღებისას მისი შემოწმების ვალდებულების გადამზიდველისათვის დაკისრების…
- საქმე №ას-700-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 687-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სამართალწარმოების საპროცესო ელემენტს შეიცავს, ამგვარი სამართალურთიერთობის მონაწილეებისთვის მტკიცების ტვირთის…
- საქმე №ას-599-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
…პასუხისმგებლობის ფარგლებს, სკ-ის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა (იხ.
- საქმე №ას-1351-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2020
- საქმე №ას-667-667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2018
- საქმე №ას-1172-1092-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2018
- საქმე №ას-1024-1055-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
- საქმე №ას-850-798-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2012
- საქმე №ას-358-610-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2008
- საქმე №ას-887-1160-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2005
- საქმე №330210015001116344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №330210116001275893 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.01.2018
- საქმე №330210016001316569 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2019
- საქმე №010210016001348424 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330210017002027870 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №020210116001506916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.05.2018
- საქმე №330210118002545330 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №080210016001404558 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №330210018002370258 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.09.2018
- საქმე №330210017002059670 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება