1. თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.
2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას
–
საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ
–
მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.
3. გადაზიდვის თანხა, აგრეთვე საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული და სხვა, მსგავსი ხარჯები ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ.
4. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. მეტის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-ე მუხლის თანახმად არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის ღირებულება.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5964 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4925 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4925
- 27.03.2012 კანონი №5964
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-578-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისთვის, როგორც გადამზიდველისათვის, დაკისრებული ტვირთის გადაზიდვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, სსკ-ის 668-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე, 698-ე მუხლების შესაბამისად, ის ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს 3 166,8 ლარი. 23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი 23.1.
- საქმე №ას-667-667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2018
…საქართველოს კანონის პირველი, 35-36-ე მუხლები, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის (შემდეგში: სარკინიგზო კოდექსი) მე-3, 46-ე და 52-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე და მე-700 მუხლები. 6.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, მხარეთა შორის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობაზე, მაგრამ არ დაეთანხა მოპასუხის მტკიცებას, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოყენებულიყო საერთაშორისო შეთანხმება (იხ.
- საქმე №ას-782-749-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2015
…პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
…686-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველი პასუხის აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე _ მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე კოდექსის 692-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) გადაზიდვის თანხა, საბაჟო და სხვა მსგავსი ხარჯები უკან უნდა დაბრუნდეს, ოღონდ ტვირთის მთლიანად დაკარგვისას _ მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას _ ნაწილობრივ.
- საქმე №ას-358-610-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2008
…ექსპლუატაციის დირექტორის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹15-30-134/4 წერილითYეცნობა, რომ მატერიალური ზიანი მას უნდა აუნაზღაუროს ესპანეთის საფოსტო ადმინისტრაციამ, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველ ნაწილს, 701-ე, 692-ე, 409-ე მუხლებსა და 408-ე მუხლის პირველ ნაწილს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ამანათში სადავო ნივთების არსებობის დამადასტურებლი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
- საქმე №330210015001116344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №020210116001506916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.05.2018
- საქმე №330210019003258608 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.03.2020
- საქმე №190210018002608348 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330210118002545330 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330210017002059670 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება