1. ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.
2. ზიანის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც:
ა) უნდა გადახდილიყო ტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი ტვირთი დაზიანების შედეგად მთლიანად გაუფასურდა;
ბ) უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის დაკარგვისას, თუკი დაზიანების შედეგად გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-564-539-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2016
მხარის მოსაზრებით, სსკ-ის 693-ე მუხლის შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ ცნობილი ზიანის ოდენობა არის ის თანხა, რომელიც უნდა აღემატებოდეს ტვირთის მთლიანად დაკარგვისას გადასახდელ ოდენობას, თუკი ტვირთი დაზიანების შედეგად მთლიანად გაუფასურდა.
- საქმე №ას-688-658-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
გადაზიდვის სამართლებრივ ურთიერთობაში (სადაც მოპასუხე სატერმინალო მომსახურების განმახორციელებელ, გადაზიდვის დასრულების უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს) სამოქალაქო კოდექსის 693-ე მუხლითაა მოწესრიგებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
თუ უკვე გამოხატულია განსაკუთრებული დაინტერესება მოცემული გადაზიდვით, 692-ე და 693-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოთხოვილ იქნეს დამატებითი ზიანის ანაზღაურება დაინტერესებაში გამოხატული ოდენობით.
- საქმე №3კ/592-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2001
სასამართლო კოლეგიამ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 956-ე, 957-ე და 693-ე მუხლები. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-იანმა. მან მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო დამატებით საკასაციო საჩივარში მოითხოვა საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოში ხალახალი განხილვისათვის.
- საქმე №330210016001316569 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2019
…ფაქტობრივი გარემოებები ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით. 5.4. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ დაუდგენელია ზიანის ოდენობა. სსკ-ის 693-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.
- საქმე №010210016001348424 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330210017001769177 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.09.2018
- საქმე №330210116001390828 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330210018002370258 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება