1. ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს წლიური ხუთი პროცენტი. პროცენტების ათვლა იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის დღიდან ან თუ რეკლამაცია არ იყო წარდგენილი,–
სარჩელის შეტანის დღიდან.
2. თუ ზიანის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულად ერთეულში, რომელიც არ მოქმედებს ქვეყანაში, და მოთხოვილია გადახდა, კურსი განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების გადახდის ადგილზე იმ დღეს მოქმედი კურსის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 695-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილი ზიანის _ რეკლამაციის წარდგენიდან, ანუ 2007 წლის 9 ოქტომბრიდან…
- საქმე №080210016001404558 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 25.04.2019
მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 686-ე და 695-ე მუხლებს. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, ი/მ დ----- ჩ-------ას შეგებებული სარჩელი და აღნიშნავს შემდეგს.
- საქმე №330210018002464016 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
იგივე დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 695-ე მუხლი. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული შპს „ჯ------------–-“-სა და შპს „ი----ს“ შორის 13.09.2017წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება