1. თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში
–
ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით.
2. თუ მიმღებმა და გადამზიდველმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგების საპირისპირო მტკიცებულება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს და მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს წერილობით მოთხოვნებს.
3. ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მიმღები ტვირთის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში გადამზიდველს წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება: ტვირთის გამოგზავნის, შემოწმების ან მიმღებისათვის მისი ჩაბარების დღეები.
5. გადამზიდველმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს აუცილებელი შემოწმებების ჩატარებასა და საჭირო ფაქტების დადგენაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-578-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
20. დადგენილია, რომ ტვირთი გადაიზიდა და დაზიანდა 2018 წლის 16 აგვისტოს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ გადამზიდველს ტვირთის დაზიანების შესახებ გამგზავნის შეტყობინება 2018 წლის 17 აგვისტოს ჩაჰბარდა. 21. სსკ-ის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,,,თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი…
- საქმე №ას-688-658-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
…და სხვა ხარჯების თაობაზე (იხ. 26.09.2013წ. სხდომის ოქმი, 14:19:33; 14:21:17სთ.) 1.7. საგულისხმოა მოპასუხის შესაგებელი იმ თვალსაზრისითაც, რომ მან სადავო გახადა ტვირთის მიმღების მხრიდან პრეტენზიის წარდგენის ვადის საკითხი. სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს…
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები (ტვირთის შემოწმების გარეშე ჩაბარებისას, გარეგნულად შეუმჩნეველი დაზიანების შემთხვევაში _ ჩაბარების დღე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგის ან დაზიანებისას _ ჩაბარებიდან მე-7 დღე) ადგენს ხელშეკრულების მხარის მიმართ პრეტენზიის გაცხადების ვადას.
- საქმე №3კ/1495-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2003
პალატამ ასევე მიუთითა, რომ შპს “მ-ას” გაშვებული ჰქონდა სკ-ს 698-ე მუხლით გათვალისწინებული, გადამზიდველისათვის პრეტენზიის წაყენების 7 დღიანი ვადა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
- საქმე №330210016001316569 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2019
აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს გაშვებული აქვს რეკლამაციის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სსკ-ის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება