1. გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.
2. ერთმანეთის მიმდევარ გადამზიდველებს შორის ურთიერთობები წესრიგდება 677-ე მუხლი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №3გ-ად-66-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2003
სკ-ს 701-ე, 702-ე, 677-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს “ა. ს-ი და კომპანია” და “ა-ი” შავი ლითონის ჯართის გადაზიდვას ზედნადებში მითითებული პირობით ახორციელებენ ერთიანი ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, სადგური “...”, სადგური “...”, სადგური “...”, სადგური..., – გადატვირთვა გემის ბორტზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება