1. გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლებიც მას წარმოეშობა მითითებების მიღების ან მათი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხარჯები მისი ბრალით წარმოიშვა.
2. 682-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 683-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდველს შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე; გადმოტვირთვის შემდეგ გადაზიდვა დასრულებულად ითვლება. ამის შემდეგ გადამზიდველმა ტვირთი უნდა შეინახოს უფლებამოსილი პირისათვის. მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირს; ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის შერჩევისათვის. ზედნადებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და ხარჯი ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან.
3. უფლებამოსილი პირის მითითების დალოდების გარეშე გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ საქონელი მალფუჭებადია, ან თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს მითითებებს არც ერთი მხარისაგან.
4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის წესების მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები შემოსავალზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება.
5. გაყიდვის წესი განისაზღვრება იმ ადგილის კანონებითა და ჩვეულებებით, სადაც იმყოფება ტვირთ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-569-544-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2016
…კერძოდ: იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ გადაზიდვის საზღაური სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის ფარგლებშია გადახდილი, რომელიც გადამზიდველს არც გამგზავნის მითითების და არც გადაზიდვის ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ( სკ-ის 684-ე მუხლის შესაბამისად, გადამზიდავს გამგზავნის მითითების შესრულების შემთხვევაში წარმოეშობოდა დამატებითი შესრულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოსარჩელის მიმართ) არ წარმოეშობოდა, ეს თანხა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კრედიტორისათვის მიყენებულ ზიანად და შესაბამისად, მისი ანაზღაურება არ შეიძლება დაეკისროს კასატორს.
- საქმე №3კ/1493-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2003
სკ-ს 683-ე და 684-ე მუხლების შესაბამისად, როდესაც ტვირთმიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, რ. დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ტვირთგამომგზავნს და ითხოვს მისგან მითითებებს.
- საქმე №030210018002422553 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 15.08.2019
…პირის ტვირთის შესახებ 680-? ?????? ??????????????? მითითებათა მიღება სათანადო ვადის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 684-ე მუხლის მიხედვით, 1.გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლებიც მას წარმოეშობა მითითებების მიღების ან მათი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხარჯები მისი ბრალით წარმოიშვა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება