1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა, მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
2. გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.
3. გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5964 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4925 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4925
- 27.03.2012 კანონი №5964
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-632-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2024
11. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 230.2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოთაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები სსკ-ის 396-ე, 394.1., 408.1., 679-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. 12. დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი…
- საქმე №ას-1148-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
…სხდომის საოქმო ჩანაწერი). დადგინდა, რომ მოსარჩელე ა.ხ–ძესთან ერთად ამ გადაზიდვის ურთიერთობაში მოაზრებულ უნდა ყოფილიყო გამგზავნ მხარედ, სადავო თანხა კი წარმოადგენდა სწორედ გადაზიდვის ურთიერთობიდან გამომდინარე დამდგარ ზიანს. 3.3. სსკ-ის 679-ე მუხლიდან გამომდინარე, საბაჟოზე ტვირთის დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადამზიდველისთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება ტვირთის გამგზავნს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ა.ხ–ძესთან ერთად მოსარჩელეც წარმოადგენდა.
- საქმე №ას-873-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
ამასთანავე, სსკ-ს 679-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა, მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
- საქმე №ას-110-105-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2013
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 675-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის, 679-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს, მათ შორის ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
- საქმე №ას-11-10-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2010
შესაბამისად პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-7 ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლები, რადგან ზედნადებში არასწორი მონაცემების შეტანისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებოდა ექსპედიტორს.
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
- საქმე №330210019003047031 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №330210018002370258 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება