1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-284-272-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2015
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე და 673-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმების შესაბამისად შედგენილი ზედნადები, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
- საქმე №ას-264-252-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2015
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე და 673-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმების შესაბამისად შედგენილი ზედნადები, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
- საქმე №ბს-833-710-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2004
არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო სსკ 673-ე მუხლის “ე” პუნქტის გამოყენებით დაარღვია ამავე მუხლის “ბ” პუნქტი გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა: ს.
- საქმე №3გ-ად-43-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2003
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 673-ე, 674-ე და 158-ე მუხლები, არასწორად განმარტა სკ-ს 172-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 764-ე, 770-ე, 773-ე მუხლები.
- საქმე №030210018002285058 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ; 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მიხედვით, 1.ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი.
- საქმე №330210018002563738 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №010210018001835300 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №190210018002608348 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №030210018002422553 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 15.08.2019
- საქმე №030210018002285058 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება