1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.
2. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით.
3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-1172-1092-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2018
კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ. თხილი, რის შესახებაც შემკვეთმა შესაბამისი აღნიშვნა გააკეთა „ჩ.
- საქმე №ას-1261-1281-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2011
სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 668-ე მუხლების, 669-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შპს «ს-ის» სალაროში კომპანია «მ-უს» სამგზავრო ბილეთის შეძენით დასტურდება ამ კომპანიებთან გადაზიდვის თაობაზე არსებით პირობებზე შეთანხმება – სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა.
- საქმე №ბს-138-132(4კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2010
მოცემულ გარემოებებს ეხებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669.2 მუხლი, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 36.3 მუხლი, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება “საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ” და საქართველოს საბაჟო კოდექსი (იხ.
- საქმე №ას-355-331-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2010
მოპასუხის მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულია. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: შპს,,ს-ის” მიერ შპს,,კ-ისათვის” გაწეული მომსახურება წარმოადგენს…
- საქმე №ას-636-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
…მუხლის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის, ხოლო, სსკ-ის 669.3 მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
- საქმე №330210116001275893 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.01.2018
- საქმე №330210017002027870 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №330210019003258608 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.03.2020
- საქმე №190210018002608348 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330210119003031902 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №330210118002545330 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330210019002834112 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.06.2019
- საქმე №330210018002437110 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2019
- საქმე №330210017002035148 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება