1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გაცემის დღესა და ადგილს;
ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს;
გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს;
დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს;
ე) მიმღების სახელსა და მისამართს;
ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას;
ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს;
თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას;
ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე);
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს;
ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც ექვემდებარება ამ თავის ნორმებს.
2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:
ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას;
ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს;
გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას;
ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ;
ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა;
ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-41-40-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2014
…თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზედნადები უნდა შეიცავდეს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე).
- საქმე №ას-110-105-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2013
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 675-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის, 679-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს, მათ შორის ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
- საქმე №ას-923-868-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2012
…წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება „ზედნადების” ან სხვა დოკუმენტის” სახით. სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადები (იგულისხმება სხვა დოკუმენტიც) უნდა შეიცავდეს,,გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე”.
- საქმე №ას-1024-1055-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 672-ე და 674-ე მუხლებით, სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით და ჩათვალა, რომ წარმოდგენილი ქმანების, ასევე საგზაო უწყისებისა და სავაგონო ფურცლების მიხედვით, მიმღებად თითქმის ყველგან ფიქსირდება ბა.ო-ი და არა ბ.
- საქმე №ას-1685-1671-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2012
…თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს. ამავე კოდექსის 674-ე მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს რა ზედნადების რეკვიზიტებს, „ე‘‘ ქვეპუნქტით ზედნადებში უნდა მიეთითოს მიმღების სახელი და მისამართი.
- საქმე №ას-1806-1780-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2012
- საქმე №3გ-ად-43-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2003
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
- საქმე №3კ/328-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2001
- საქმე №3კ-572-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2000
- საქმე №010210018001835300 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330210016001315297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №190210018002608348 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება