1. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი:
ა) 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები;
ბ) 674-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მონაცემები;
გ) ყველა სხვა მონაცემი ან გამგზავნის მითითებები ზედნადების შესადგენად ან მასში შესატანად.
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე ზედნადებში ჩაწერს, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველი გამგზავნის სახელით მოქმედებდა.
3. თუ ზედნადები არ შეიცავს 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს, მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც ტვირთზე უფლების მქონეს წარმოეშობა ამ მონაცემთა მიუთითებლობის გამ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-110-105-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2013
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 675-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის, 679-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს, მათ შორის ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
შპს “თბილისი კარგო სერვისი” აღნიშნავს, რომ სსკ-ის 675-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის მონაცემებს ავიაზედდებულში ჩაწერს, ივარაუდება, რომ გადამზიდველი გამგზავნის სახელით მოქმედებდა.
- საქმე №330210016001315297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.08.2018
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე, 672-ე, 674-ე, 675-ე, 676.3, 677-ე მუხლებზე, ასევე ს----------–----------------- კოდექსის მე-2 მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, ამავე კოდექსის მე-12, მე-14, მე-15 მუხლებზე და განმარტა,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება