1. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
2. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-483-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2023
სააპელაციო სასამართლომ იხელმძრვანელა სსკ-ის 327-ე, 668-ე, 672-ე მუხლებით, 677-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით, გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება…
- საქმე №ას-964-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
ამავდროულად,ხელშეკრულების არსებობის პრეზუმირების საფუძველია სსკ 677-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
- საქმე №ას-227-212-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2014
პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის შესაბამისად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
- საქმე №ას-850-798-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2012
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 672-ე, 361-ე, 677-ე, 686-ე და 687-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
- საქმე №ას-1685-1671-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2012
…ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ერთმნიშვნელოვნად და იმპერატიულად დადგენილია გადაზიდვის ხელშეკრულების –ზედნადების წერილობითი ფორმა და იურიდიული ძალა. სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №3გ-ად-66-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2003
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
- საქმე №330210017001769177 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.09.2018
- საქმე №330210016001315297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №190210018002608348 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330210019003192088 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330210119003035902 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №080210016001404558 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №330210018002474522 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება