1. გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:
ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე;
ბ) ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.
2. თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ამგვარადვე უნდა შეიტანოს მან ისეთი პირობები, რომლებიც შეეხება ტვირთის გარეგნულ მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს პირობები გამგზავნისთვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში აშკარად აღიარა.
3. გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-873-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 676-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე;
- საქმე №ას-578-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
…რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა“) შემადგენლობაზე მიუთითებს. 7. სსკ-ის 676-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია, ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე;
- საქმე №ბს-611-583(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2008
კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველი ვალდებული იყო, ტვირთის მიღებისას შეემოწმებინა ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე, რის საშუალებას მას ასევე აძლევდა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილი.
- საქმე №3კ/1495-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2003
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადგური “ა-ის” მიერ ტვირთის მიღებამდე მისი მდგომარეობა შეესაბამებოდა სატრანსპორტო ზედნადებში მითითებულ რაოდენობას, ვინაიდან ორგანიზაციას ტვირთის მიღებისას, სკ-ს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზედნადებში არ შეუტანია რაიმე პირობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ტვირთის დაცლისას აღმოაჩინა დანაკლისი, რითაც მას მიადგა 10300 ლარის ზარალი.
- საქმე №3კ-572-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2000
გადაზიდვის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და ფირმა,,ს-ს” შორის, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 670-ე, 672-ე, 676-ე და 688-ე მუხლები; 2. შპს,,....” არ არის სათანადო მოპასუხე, რადგან იგი არ არის გადამზიდველი და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი;
- საქმე №330210016001315297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №330210118002545330 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330210018002370258 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება