1. ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი, გადაზიდვის პირობების დაცვით, მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთმიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) დადგენილი საფასური.
2. ზედნადების ფორმა და რეკვიზიტები, აგრეთვე მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
3. ზედნადები დგება ტვირთმიმღების სახელზე, ტვირთგამგზავნისა და რკინიგზის ხელმოწერით და დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
4. გადასაზიდად ტვირთის მიღების დღედ ითვლება ზედნადებზე რკინიგზის სადგურის კალენდარული შტემპელით აღნიშნული თარიღი.
5. გადასაზიდად ტვირთვის მიღების დასადასტურებლად რკინიგზის სადგური ვალდებულია გადასცეს ტვირთგამგზავნს ზედნადების ერთი ეგზემპლარი და გადასაზიდად ტვირთის მიღების ქვითარი.
6. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნმა ტვირთის თითოეულ გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადოდ შევსებული ზედნადები და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
7. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ან მისი მოთხოვნით ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე, ზედნადებში არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო წარმოშობილი ზიანისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის.
8. რკინიგზას უფლება აქვს, შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებული ტვირთის მასისა და სხვა მონაცემების სისწორ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-348-348-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
გარდა ამისა, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „გადასაზიდად ტვირთის მიღების დასადასტურებლად რკინიგზის სადგური ვალდებულია გადასცეს ტვირთგამგზავნს ზედნადების ერთი ეგზემპლარი და გადასაზიდად ტვირთის მიღების ქვითარი“ (ფორმა „გუ-29“), რომელიც მან გადასცა კიდეც მოსარჩელეს.
- საქმე №ას-506-473-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2018
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-12, მე-14, მე-15, 51-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი საგზაო უწყისები შეიცავს ინფორმაციას გადასატანი ტვირთის წონის შესახებ, რის მიხედვითაც ტვირთის საფასურის გადახდა ხდება.
- საქმე №ას-509-481-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლისა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შპს „...-“ ვალდებულია, აპელანტს გადაუხადოს გაწეული მომსახურების საზღაური, 14964,93 ლარი.
- საქმე №ას-11-10-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2010
შესაბამისად პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-7 ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლები, რადგან ზედნადებში არასწორი მონაცემების შეტანისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებოდა ექსპედიტორს.
- საქმე №ბს-611-583(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2008
კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველი ვალდებული იყო, ტვირთის მიღებისას შეემოწმებინა ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე, რის საშუალებას მას ასევე აძლევდა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილი. კასატორმა მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლზე, და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად,…
- საქმე №330210014514587 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330210014514587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება