1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში დადონ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება გადასაზიდი ტვირთის მოცულობა, წარდგენის ვადა, გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსითა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გენერალური შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, გადასაზიდად ტვირთი მიიღოს შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად ტვირთი წარადგინოს შეთანხმებულ ვადაში.
3. რკინიგზას უფლება აქვს, შესაბამის პირთან დადოს მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გადაყვანის საფასურის ოდენობა და სხვა პირობებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. გენერალური შეთანხმებები (ხელშეკრულებები) რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების შესახებ 1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში დადონ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება გადასაზიდი ტვირთის მოცულობა, წარდგენის ვადა, გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსითა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გენერალური შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, გადასაზიდად ტვირთი მიიღოს შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად ტვირთი წარადგინოს შეთანხმებულ ვადაში. 3. რკინიგზას უფლება აქვს, შესაბამის პირთან დადოს მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გადაყვანის საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. [მუხლი 131 . სახიფათო ტვირთი 1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. რკინიგზა უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთი გადაზიდოს „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) ან/და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]პირობებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება