1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს – მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს. მგზავრი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საზღაური, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში – მისი გადატანის საფასურიც.
2. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულებას კისრულობს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო გამგზავნი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი საფასურ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 29.10.1996).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. საჰაერო გადაყვანაგადაყვანა-გადაზიდვის -გადაზიდვის ხელშეკრულება 1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს – მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს. მგზავრი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საზღაური, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში – მისი გადატანის საფასურიც. 2. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულებას კისრულობს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო გამგზავნი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი საფასური.საფასურ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-967-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
…განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვის ურთიერთობებზე; აღნიშნული მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. 14. საქართველოს საჰაერო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება