1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს და შეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით.
2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს, ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას.
3. აღნიშნული ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 29.10.1996).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება 1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს და შეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით. 2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს, ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას. 3. აღნიშნული ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010წ.,03.12.2010 მუხ.414წ., მუხ.4
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება