თავი XII — ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და საავიაციო სამუშაოების შესრულების დროს
1. საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის დასახიჩრების ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია ამ პირს (დაზარალებულს) აუნაზღაუროს ის შემოსავალი (ამ შემთხვევის შედეგად მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით), რომელიც მას შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად დააკლდა, თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული პირის (დაზარალებულის) დასახიჩრება ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანება თავად ამ პირის (დაზარალებულის) განზრახმა არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია.
2. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ.
3. ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივ საფუძველზე.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №846 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №846
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის 1. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრიწევრის დასახიჩრდადასახიჩრების ან მიიღომისი ჯანმრთელობის სხვაგვარისხვაგვარად დაზიანება,დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია აუნაზღაუროსამ დაზარალებულსპირს (დაზარალებულს) აუნაზღაუროს ის შემოსავალი,შემოსავალი რაც(ამ მასშემთხვევის დააკლდაშედეგად მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით), რომელიც მას შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად,შედეგად დაზიანებასთანდააკლდა, დაკავშირებით ინვალიდობის პენსიის გამოკლებით, თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზარალიაღნიშნული გამოწვეულიაპირის დაზარალებულის(დაზარალებულის) წინასწარგანზრახულიდასახიჩრება ქმედობით.ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანება თავად ამ პირის (დაზარალებულის) განზრახმა არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია. 2. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ. 3. ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივ საფუძველზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება