1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ახორციელებს, საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმო, აეროდრომი, ვერტოდრომი, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი, საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი, შესაბამისი სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საავიაციო პერსონალი, ბორტკვების საწარმო, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. (ამოღებულია - 22.12.2017, №1818).
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №510
- 15.06.2023 კანონი №3269
- 13.06.2023 კანონი №3115
- 22.12.2017 კანონი №1818
- 11.12.2015 კანონი №4620
- 12.07.2013 კანონი №822
- 05.06.2012 კანონი №6385
- 22.02.2011 კანონი №4217
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში 1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ახორციელებს, საავიაციოსაფრენად ტექნიკისვარგისობის ტექნიკურიშენარჩუნების მომსახურების საწარმო, აეროდრომი, ვერტოდრომი, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი, საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი, შესაბამისი სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საავიაციო პერსონალი, ბორტკვების საწარმო, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. (ამოღებულია - 22.12.2017, №1818). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება