1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი, ხოლო თუ ეკიპაჟი ერთი პირისგან შედგება − პილოტი ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირის დამყარება რადიოკავშირის დადგენილ საავიაციო სიხშირეებზე.
2. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ − „ი“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა, აგრეთვე გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ICAO-ს სამუშაო ენაზე − ინგლისურ ენაზე.
4. თუ საჰაერო ხომალდი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მგზავრთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამონაკლისის სახით, შეიძლება რადიოკავშირის დამყარება ქართულ ენაზე ან ICAO-ს სხვა სამუშაო ენაზე, იმ პირობით, რომ ეს ენა ცნობილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამწევი, რადიოკავშირის განმახორციელებელი პირებისათვის − პილოტისა და მეთვალყურისათვის.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2017 კანონი №1818
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენება ფრენისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევის დროს 1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი, ხოლო თუ ეკიპაჟი ერთი პირისგან შედგება − პილოტი ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირის დამყარება რადიოკავშირის დადგენილ საავიაციო სიხშირეებზე. 2. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“−„ი“ქვეპუნქტებით„ზ“ − „ი“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა, აგრეთვე გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ICAO-ს სამუშაო ენაზე − ინგლისურ ენაზე. 4. თუ საჰაერო ხომალდი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მგზავრთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამონაკლისის სახით, შეიძლება რადიოკავშირის დამყარება ქართულ ენაზე ან ICAO-ს სხვა სამუშაო ენაზე, იმ პირობით, რომ ეს ენა ცნობილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამწევი, რადიოკავშირის განმახორციელებელი პირებისათვის − პილოტისა და მეთვალყურისათვის. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება