1. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სათანადო მითითების მიღებისთანავე უზრუნველყოს მისი მითითებულ ადგილზე დაფრენა. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა (საჰაერო ხომალდის იძულებით დაფრენა).
2. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 bis მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2017 კანონი №1818
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. ფრენის წესების დამრღვევი საჰაერო ხომალდი საჰაერო ხომალდი, რომელიც უნებართვოდ შემოფრინდება საქართველოს საჰაერო სივრცეში ან დაარღვევს საჰაერო სივრცის გამოყენების სხვა წესებს, ითვლება დამრღვევ საჰაერო ხომალდად და, გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში, შეიძლება იძულებით იქნეს დაფრენილი. დამრღვევი საჰაერო ხომალდი სათანადო ბრძანების მიღებისთანავე ვალდებულია დაფრინდეს მითითებულ ადგილზე. [მუხლი 49. ფრენის წესების დარღვევა, საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა 1. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სათანადო მითითების მიღებისთანავე უზრუნველყოს მისი მითითებულ ადგილზე დაფრენა. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა (საჰაერო ხომალდის იძულებით დაფრენა). 2. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 bis მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 3. საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება