1. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ − „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა) საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად, რომლებიც მოიცავს ფრენის გეგმას, სახელსაწყოო და ვიზუალური ფრენის წესებს, უპირატესი ფრენის უფლებებს და ფრენის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ფრენისათვის შეზღუდულ არეებში, ფრენისათვის სახიფათო არეებში და ფრენისათვის განკუთვნილ სხვა დროებით არეებში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების დაცვით.
3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენა, გამონაკლისის გარეშე, სრულდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.12.2017 კანონი №1818
- 22.02.2011 კანონი №4217
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. ფრენის წესები 1. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“−„ი“„ზ“ − „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა) საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად, რომლებიც მოიცავს ფრენის გეგმას, სახელსაწყოო და ვიზუალური ფრენის წესებს, უპირატესი ფრენის უფლებებს და ფრენის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ფრენისათვის შეზღუდულ არეებში, ფრენისათვის სახიფათო არეებში და ფრენისათვის განკუთვნილ სხვა დროებით არეებში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების დაცვით. 3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენა, გამონაკლისის გარეშე, სრულდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება