1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს სააგენტო შესაბამისი სერტიფიცირების პროცესში და ამის თაობაზე აცნობებს სათანადო მუნიციპალიტეტს.
2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში, აგრეთვე სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობის სიმაღლე და სხვა ობიექტის ექსპლუატაციის თავისებურებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით.
4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
6. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის, სხვა ობიექტის მშენებლობის, აგრეთვე ექსპლუატაციისა და გამოყენების შეზღუდვის წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.06.2023 კანონი №3115
- 11.12.2015 კანონი №4620
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე [ 1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს სააგენტო შესაბამისი სერტიფიცირების პროცესში და ამის თაობაზე აცნობებს სათანადო მუნიციპალიტეტს. 2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 3. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში, აგრეთვე სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობის სიმაღლე და სხვა ობიექტის ექსპლუატაციის თავისებურებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით. (ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან)] 4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. [ 5. ამ მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 6. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის, სხვა ობიექტის მშენებლობის, აგრეთვე ექსპლუატაციისა და გამოყენების შეზღუდვის წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან)] საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1391(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №73 დადგენილება, ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლი. კერძოდ, კასატორი ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჭირო იყო მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი თანხმობის გაცემა აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება