1. აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობისთვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.
3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის შემთხვევაში მათი დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.06.2023 კანონი №3115
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია 1. საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარება, აეროდრომების დაპროექტება, მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის საჭირო ტერიტორია გამოიყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. [მუხლი 38. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაპროექტება და მშენებლობა 1. აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობისთვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. 3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის შემთხვევაში მათი დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება