1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში.
3. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის ნიშანდებას და შესაბამისი ნიშნის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს ამ ობიექტის მფლობელი.
4. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აკრძალულია აეროდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას.
5. საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის ნიშანდების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.06.2023 კანონი №3115
- 11.12.2015 კანონი №4620
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის და სხვა ობიექტების ნიშანდება 1. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების, რადიოტექნიკური საშუალებებისა და სხვა ობიექტების მფლობელები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განათავსონ მათზე სადღეღამისო ნიშნები და მოწყობილობები. 2. აეროდრომის რაიონში აკრძალულია აეროდრომის ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალონ ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას. [მუხლი 42. შენობა-ნაგებობის ნიშანდება 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში. 3. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის ნიშანდებას და შესაბამისი ნიშნის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს ამ ობიექტის მფლობელი. 4. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აკრძალულია აეროდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას. 5. საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის ნიშანდების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას იღებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება