1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა), როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 მუხლის („რეგულარული საჰაერო მიმოსვლა“) მოთხოვნების შესაბამისად. „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავია გადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს ტერიტორიაზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესს შეიმუშავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №510
- 22.12.2017 კანონი №1818
- 06.09.2013 კანონი №1038
- 22.02.2011 კანონი №4217
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. საერთაშორისო ფრენა 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა), როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 მუხლის („რეგულარული საჰაერო მიმოსვლა“) მოთხოვნების შესაბამისად. „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავია გადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა. 2. საქართველოს საჰაეროტერიტორიაზე სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენისსაჰაერო შესრულებისგადაყვანა-გადაზიდვის წესსნებართვის განსაზღვრავსგაცემის საქართველოსწესი მთავრობაგანისაზღვრება საერთაშორისოსაქართველოს ნორმებისმთავრობის შესაბამისად.დადგენილებით. 3. უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესს შეიმუშავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება