1. გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთო, ისე არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
2. ვაგონის (კონტეინერის) შეუფერხებელი დამუშავებისა და ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის დაცულობის უზრუნველსაყოფად, საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილები მათი მფლობელების მიერ აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, რომლებიც აკმაყოფილებს გარემოს დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
3. ვაგონსა და სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს:
ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც სპეციალური მოძრავი შემადგენლობით გადაიზიდება. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია რკინიგზას გადაუხადოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური;
ბ) ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, თუ რკინიგზას არ აკისრია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების ვალდებულება.
4. კონტეინერში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, თვითონ უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება, თუ მას აქვს სათანადო მექანიზმები და სამარჯვები.
5. დაუძლეველი ძალის (ხანძარი, თოვლი, ნამქერი, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები, ეპიდემია და ა.შ.), აგრეთვე გადაზიდვისათვის ხელის შემშლელი სხვა გარემოებების არსებობისას, რკინიგზას უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ტვირთის დატვირთვა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოსა და დანიშნულების რკინიგზის სადგურს, დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის მოქმედების ვადის მითითებით.
6. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, რკინიგზის სადგურის უფროსის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე შეწყვიტოს გადასაზიდად ტვირთის წარდგენა ან შეზღუდოს დატვირთვა აკრძალული მიმართულებებით.
7. ტვირთის დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის გამო წარმოშობილი უკმარტვირთის შევსება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
8. ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას.
9. ვაგონსა (მათ შორის, ღია მოძრავ შემადგენლობაში) და კონტეინერში ტვირთის განლაგება და დამაგრება ხდება ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. ნუსხა იმ ტვირთისა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია ღია მოძრავი შემადგენლობით, აგრეთვე ფხვიერი და ნაყარი ტვირთისა, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
10. ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებებისა და სხვა მოწყობილობების დაყენებასა (დატვირთვისას) და მოხსნას (გადმოტვირთვისას) უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან რკინიგზა – იმის მიხედვით, თუ ვინ ახდენს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას. ამ მოწყობილობების მიწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. მოწყობილობები დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
11. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ტვირთის არასწორად დატვირთვა-გადმოტვირთვის, დახარისხების გამო წარმოშობილი ზიანისათვის.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2998
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება 1. გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთო, ისე არასაერთო სარგებლობის ადგილებში. 2. ვაგონის (კონტეინერის) შეუფერხებელი დამუშავებისა და ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის დაცულობის უზრუნველსაყოფად, საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილები მათი მფლობელების მიერ აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, რომლებიც აკმაყოფილებს გარემოს დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს. 3. ვაგონსა და სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს: ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: საფრთხეშემცველი ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონებით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც გადაიზიდება სპეციალური მოძრავი შემადგენლობით. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური; [ ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც სპეციალური მოძრავი შემადგენლობით გადაიზიდება. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია რკინიგზას გადაუხადოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ბ) ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, თუ რკინიგზას არ აკისრია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების ვალდებულება. 4. კონტეინერში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, თვითონ უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება, თუ მას აქვს სათანადო მექანიზმები და სამარჯვები. 5. დაუძლეველი ძალის (ხანძარი, თოვლი, ნამქერი, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები, ეპიდემია და ა.შ.), აგრეთვე გადაზიდვისათვის ხელის შემშლელი სხვა გარემოებების არსებობისას, რკინიგზას უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ტვირთის დატვირთვა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოსა და დანიშნულების რკინიგზის სადგურს, დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის მოქმედების ვადის მითითებით. 6. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, რკინიგზის სადგურის უფროსის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე შეწყვიტოს გადასაზიდად ტვირთის წარდგენა ან შეზღუდოს დატვირთვა აკრძალული მიმართულებებით. 7. ტვირთის დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის გამო წარმოშობილი უკმარტვირთის შევსება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 8. ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას. 9. ვაგონსა (მათ შორის, ღია მოძრავ შემადგენლობაში) და კონტეინერში ტვირთის განლაგება და დამაგრება ხდება ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. ნუსხა იმ ტვირთისა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია ღია მოძრავი შემადგენლობით, აგრეთვე ფხვიერი და ნაყარი ტვირთისა, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 10. ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებებისა და სხვა მოწყობილობების დაყენებასა (დატვირთვისას) და მოხსნას (გადმოტვირთვისას) უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან რკინიგზა – იმის მიხედვით, თუ ვინ ახდენს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას. ამ მოწყობილობების მიწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. მოწყობილობები დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად. 11. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ტვირთის არასწორად დატვირთვა-გადმოტვირთვის, დახარისხების გამო წარმოშობილი ზიანისათვის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-506-473-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2018
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-12, მე-14, მე-15, 51-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი საგზაო უწყისები შეიცავს ინფორმაციას გადასატანი ტვირთის წონის შესახებ, რის მიხედვითაც ტვირთის საფასურის გადახდა ხდება.
- საქმე №330210014514587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2018
…გაუთვალისწინებელ სხვა გარემოებათა დასამოწმებლად დგება ტექნიკური და საერთო ფორმის აქტები, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ვაგონსა და სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, თუ რკინიგზას არ აკისრია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების ვალდებულება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება