1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
2. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარა და შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“ და უზრუნველყოფდეს მის დაცულობას ტვირთგამგზავნის მიერ ხარისხის მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებულ ტრანსპორტირების ვადაში.
3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფათო ტვირთს, ვალდებული არიან უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივ გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზე.
4. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, თუ მათ გადახდილი აქვთ ტვირთის ღირებულება, ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათი მიზეზით გამოწვეული ავარიული სიტუაციის, გარემოს დაბინძურებისა და მატარებელთა მოძრაობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯი.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2998
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ტვირთის გადასაზიდად მომზადება 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. 2. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარა და შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“ და უზრუნველყოფდეს მის დაცულობას ტვირთგამგზავნის მიერ ხარისხის მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებულ ტრანსპორტირების ვადაში. 3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ საფრთხეშემცველ ტვირთს, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივი გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზედაც. [ 3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფათო ტვირთს, ვალდებული არიან უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივ გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 4. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, თუ მათ გადახდილი აქვთ ტვირთის ღირებულება, ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათი მიზეზით გამოწვეული ავარიული სიტუაციის, გარემოს დაბინძურებისა და მატარებელთა მოძრაობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-348-348-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
…დამაგრების ფაქტი. ამდენად, საქმეში წამოდგენილი სხვა მასალებითაც, საერთო ფორმის აქტების გარდა, დასტურდება ვაგონების დაყოვნების მიზეზად მითითებული ტვირთგამგზავნის – მოსარჩელის მიერ ტვირთის არასწორი დატვირთვა ან/და დამაგრება. 15. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტვირთის გადასაზიდად მომზადებისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე…
- საქმე №330210014514587 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
…დამაგრების ფაქტი. ამდენად, საქმეში წამოდგენილი სხვა მასალებითაც, საერთო ფორმის აქტების გარდა, დასტურდება ვაგონების დაყოვნების მიზეზად მითითებული ტვირთგამგზავნის – მოსარჩელის მიერ ტვირთის არასწორი დატვირთვა ან/და დამაგრება. 15. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტვირთის გადასაზიდად მომზადებისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე…
- საქმე №330210014514587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2018
…უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ტვირთის არასწორად დატვირთვა-გადმოტვირთვის, დახარისხების გამო წარმოშობილი ზიანისათვის. ზემოაღნიშნული კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება