1. ტვირთის გადაზიდვის საფასური განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე უმოკლესი მიმართულების მანძილის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მანძილი გაზრდილია რკინიგზის მიერ. უმოკლესი მიმართულების მანძილი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს ტვირთგამგზავნი იხდის წინასწარ, რკინიგზის სადგურიდან ტვირთის გაგზავნამდე, თუ ამ კოდექსით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რკინიგზას უფლება აქვს, საფასურის გადახდამდე შეაჩეროს ტვირთის გაგზავნა.
3. ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფა შემდგომი დატვირთვისათვის შეჩერდება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე.
4. ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნთან (ტვირთმიმღებთან) შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადახდის შესახებ, თუ არსებობს მისი გადახდის გარანტია. ამგვარი შეთანხმებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის.
5. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შემდეგ.
6. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე, რომელიც აღინიშნება ზედნადებში.
7. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-348-348-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
საქართველოს კანონის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების)…
- საქმე №ას-726-691-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2015
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მეშვიდე და 23-ე მუხლის პირველი ნაწილები, 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 36-ე მუხლის მეათე და 44-ე მუხლის მეორე ნაწილები, სსკ-ის 402-ე მუხლი.
- საქმე №ას-923-868-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2012
…გადახდილი იყო, რაც მხარეთა შორის დავას არ იწვევდა. სამოქალაქო კოდექსის 327–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი გადაზიდვებისას რკინიგზას უფლება აქვს მხარეებთან შეთანხმებით (ტვირთგამგზავნთან,…
- საქმე №ას-664-625-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2012
მოსარჩელეს თანხის გადახდაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მითითებული პერიოდიდან საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად. მოთხოვნის უფლების წაროშობიდან კი ორივე გადაზიდვაზე გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
- საქმე №ას-1715-1698-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2011
პალატამ მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის საბოლოო ანგარიშსწორებას…
- საქმე №ას-595-561-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2011
- საქმე №ას-910-1118-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2009
- საქმე №ას-766-981-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2009
- საქმე №330210014514587 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330210014514587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება