1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი.
3. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, თუ:
ა) ტვირთი მიტანილია გაუმართავი ვაგონით (კონტეინერით), დაზიანებული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებით ან სხვა რკინიგზის სადგურის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე ვაგონით (კონტეინერით);
ბ) ტვირთი ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას მიტანილია დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ნიშნებით;
გ) მალფუჭებადი ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილია მიტანის ვადის ან რეფრიჟერატორული ვაგონით გადაზიდვისათვის დადგენილი ტემპერატურის დარღვევით;
დ) ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ;
ე) ტვირთი რკინიგზის მიერ გადმოტვირთულია საერთო სარგებლობის ადგილებზე;
ვ) შექმნილია ისეთი პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ტარაში მოთავსებული ან ცალობრივი ტვირთის მდგომარეობასა და მასაზე.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მხოლოდ დაზიანებულ ტარაში (შესაფუთში) მოთავსებული ტვირთის მდგომარეობასა და მასას.
5. ვაგონზე (კონტეინერზე) შემოსავლების სამსახურის პლომბების აღმოჩენისას რკინიგზა არ ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის შესახებაც რკინიგზა ატყობინებს შემოსავლების სამსახურს.
6. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას მისი მასის შემოწმება ხორციელდება დატვირთვის დროს მასის შემოწმების ანალოგიურად. თუ ტვირთმიმღებს და დანიშნულების რკინიგზის სადგურს არ გააჩნიათ სავაგონო სასწორი, ფხვიერი და ნაყარი ტვირთი, რომელიც დანიშნულების რკინიგზის სადგურზე მიტანილია დანაკლისის ნიშნების გარეშე, გაიცემა მასის შეუმოწმებლად.
7. ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისისა და მასის ნეტოს განმსაზღვრელი ხელსაწყოების განსხვავებების ზღვრულ ნორმებს, რომლებიც დადგენილია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
8. გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებაში.
9. თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებისას გამოვლინდა ტვირთის დანაკლისი ან დაზიანება (გაფუჭება) ან ეს დადგენილია გზად მდებარე რკინიგზის სადგურის კომერციული აქტით, დანიშნულების რკინიგზის სადგური ვალდებულია განსაზღვროს ტვირთის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ფაქტობრივი ოდენობა და გასცეს კომერციული აქტი.
10. საჭიროებისამებრ, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.03.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვისა და გაცემის წესი 1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 2. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი. 3. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, თუ: ა) ტვირთი მიტანილია გაუმართავი ვაგონით (კონტეინერით), დაზიანებული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებით ან სხვა რკინიგზის სადგურის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე ვაგონით (კონტეინერით); ბ) ტვირთი ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას მიტანილია დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ნიშნებით; გ) მალფუჭებადი ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილია მიტანის ვადის ან რეფრიჟერატორული ვაგონით გადაზიდვისათვის დადგენილი ტემპერატურის დარღვევით; დ) ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ; ე) ტვირთი რკინიგზის მიერ გადმოტვირთულია საერთო სარგებლობის ადგილებზე; ვ) შექმნილია ისეთი პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ტარაში მოთავსებული ან ცალობრივი ტვირთის მდგომარეობასა და მასაზე. 4. გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მხოლოდ დაზიანებულ ტარაში (შესაფუთში) მოთავსებული ტვირთის მდგომარეობასა და მასას. 5. ვაგონზე (კონტეინერზე) შემოსავლების სამსახურის პლომბების აღმოჩენისას რკინიგზა არ ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის შესახებაც რკინიგზა ატყობინებს შემოსავლების სამსახურს. 6. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას მისი მასის შემოწმება ხორციელდება დატვირთვის დროს მასის შემოწმების ანალოგიურად. თუ ტვირთმიმღებს და დანიშნულების რკინიგზის სადგურს არ გააჩნიათ სავაგონო სასწორი, ფხვიერი და ნაყარი ტვირთი, რომელიც დანიშნულების რკინიგზის სადგურზე მიტანილია დანაკლისის ნიშნების გარეშე, გაიცემა მასის შეუმოწმებლად. 7. ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისისა და მასის ნეტოს განმსაზღვრელი ხელსაწყოების განსხვავებების ზღვრულ ნორმებს, რომლებიც დადგენილია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 8. გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებაში. 9. თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებისას გამოვლინდა ტვირთის დანაკლისი ან დაზიანება (გაფუჭება) ან ეს დადგენილია გზად მდებარე რკინიგზის სადგურის კომერციული აქტით, დანიშნულების რკინიგზის სადგური ვალდებულია განსაზღვროს ტვირთის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ფაქტობრივი ოდენობა და გასცეს კომერციული აქტი. 10. საჭიროებისამებრ, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმსსმI, I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414მუხ.4
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-348-348-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
…ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში.
- საქმე №ას-246-236-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2014
…სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
- საქმე №ას-368-349-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლით, 686-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, 36-ე მუხლის მე-10 ნაწილით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 434-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა"…
- საქმე №ას-1224-1244-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2012
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 აპრილის ¹26 ბრძანებით დამტკიცებულ «რ-ით…
- საქმე №330210014514587 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
…ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში.
- საქმე №330210014514587 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2018
- საქმე №330210015773571 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება