1. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს დადგენილ ვადაში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა და მისი გამოთვლის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით).
2. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით შეიძლება დაწესდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისაგან განსხვავებული ვადა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს).
3. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის ათვლა იწყება ტვირთის გადასაზიდად მიღების დღის 24 საათიდან. ტვირთის გადასაზიდად მიღების დღეს და დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლის დღეს გამგზავნი რკინიგზის სადგური აღნიშნავს ზედნადებსა და ტვირთგამგზავნისთვის გადაცემულ, ტვირთის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებში.
4. ტვირთი დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად ითვლება, თუ:
ა) რკინიგზის მიერ დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გადმოტვირთულია ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთმიმღებს გადმოსატვირთად მიეწოდა დადგენილი ვადის გასვლამდე;
ბ) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში მისულია დადგენილი ვადის გასვლამდე და მისი გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიერ გადმოტვირთის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობის გამო;
გ) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის (ვაგონის, კონტეინერის) მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიზეზით (დაკავებულია მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, ტერმინალში არ გააჩნია თავისუფალი სათავსო და სხვა) ან დანიშნულების რკინიგზის სადგურის ლიანდაგის დაკავებულობის გამო, როდესაც რკინიგზა იძულებულია, ტვირთი გააჩეროს გზად მდებარე რკინიგზის სადგურში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზედაც ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას საფასური ამ კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. რკინიგზა ვალდებულია, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ შეატყობინოს ტვირთმიმღებს. თუ რკინიგზა ტვირთის მიტანის შესახებ ვერ ატყობინებს ტვირთმიმღებს ამ უკანასკნელის მიზეზით, პასუხისმგებლობა ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის შენახვისათვის ეკისრება ტვირთმიმღებს.
6. რკინიგზა ვალდებულია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რკინიგზის სადგურში მიტანის ან რკინიგზის სადგურიდან გაგზავნის შესახებ შეატყობინოს შემოსავლების სამსახურს ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მეშვეობით.
7. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთმიმღებს შეატყობინოს ვაგონის (კონტეინერის) გადმოსატვირთად მიწოდების დრო მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათისა.
8. რკინიგზას უფლება აქვს, გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარ აცნობოს ტვირთმიმღებს მისთვის მისატანი ტვირთის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.03.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.03.2012 კანონი №5947
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.03.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა 1. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს დადგენილ ვადაში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა და მისი გამოთვლის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით). 2. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით შეიძლება დაწესდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისაგან განსხვავებული ვადა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს). 3. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის ათვლა იწყება ტვირთის გადასაზიდად მიღების დღის 24 საათიდან. ტვირთის გადასაზიდად მიღების დღეს და დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლის დღეს გამგზავნი რკინიგზის სადგური აღნიშნავს ზედნადებსა და ტვირთგამგზავნისთვის გადაცემულ, ტვირთის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებში. 4. ტვირთი დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად ითვლება, თუ: ა) რკინიგზის მიერ დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გადმოტვირთულია ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთმიმღებს გადმოსატვირთად მიეწოდა დადგენილი ვადის გასვლამდე; ბ) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში მისულია დადგენილი ვადის გასვლამდე და მისი გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიერ გადმოტვირთის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობის გამო; გ) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის (ვაგონის, კონტეინერის) მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიზეზით (დაკავებულია მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, ტერმინალში არ გააჩნია თავისუფალი სათავსო და სხვა) ან დანიშნულების რკინიგზის სადგურის ლიანდაგის დაკავებულობის გამო, როდესაც რკინიგზა იძულებულია, ტვირთი გააჩეროს გზად მდებარე რკინიგზის სადგურში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზედაც ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას საფასური ამ კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. რკინიგზა ვალდებულია, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ შეატყობინოს ტვირთმიმღებს. თუ რკინიგზა ტვირთის მიტანის შესახებ ვერ ატყობინებს ტვირთმიმღებს ამ უკანასკნელის მიზეზით, პასუხისმგებლობა ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის შენახვისათვის ეკისრება ტვირთმიმღებს. 6. რკინიგზა ვალდებულია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რკინიგზის სადგურში მიტანის ან რკინიგზის სადგურიდან გაგზავნის შესახებ შეატყობინოს შემოსავლების სამსახურს ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მეშვეობით. 7. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთმიმღებს შეატყობინოს ვაგონის (კონტეინერის) გადმოსატვირთად მიწოდების დრო მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათისა. 8. რკინიგზას უფლება აქვს, გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარ აცნობოს ტვირთმიმღებს მისთვის მისატანი ტვირთის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმსსმI, I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-244-234-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2013
რკინიგზის მიერ რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ ტვირთმიმღებისათვის შეტყობინების ვალდებულებას ასევე ითვალისწინებს საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილი. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მართალია, ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის თაობაზე შეტყობინების…
- საქმე №ას-1024-1055-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
რ-ის“ სარჩელზე წარმოადგინა სამართლებრივი შესაგებელი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებს, კერძოდ, მან მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე და განმარტა, რომ გადამზიდველმა ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება, რაც გამოიხატა დანიშნულების სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ ტვირთმიმღების შეუტობინებლობაში.
- საქმე №ას-1685-1671-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2012
…მოცდენაზე პასუხისმგებელი პირი არ იყო,,ს-ა“. აპელანტის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ შპს,,ს.რ-ა“ ვალდებული იყო, შეეტყობინებინა ტვირთმიმღებისათვის დანიშნულების სადგურში მისი მისამართით მიტანილი ტვირთის შესახებ, პალატამ მიუთითა ,,სარკინიგზო კოდექსის“ 25-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმად, რკინიგზა ვალდებულია, დანიშნულების სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ შეატყობინოს ტვირთმიმღებს, მაგრამ სარკინიგზო კოდექსით შეტყობინების სავალდებულო წერილობითი ფორმა არ არის დადგენილი.
- საქმე №ას-1224-1244-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2012
…რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტის შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთი დაყოვნდა განბაჟებისა და დაცლის ფრონტის მოლოდინში. აღნიშნული გარემოება კასატორის მიერ სადავო არ გამხდარა. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, ტვირთი დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად ითვლება, თუ დანიშნულების რ-ის…
- საქმე №ას-511-485-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2011
მოსარჩელის განმარტებით, ის გათავისუფლებულია დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან, რადგანაც მოსარჩელე არ წარმოადგენს «საქართველოს სარკინიგზო კოდექსის» 25-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, ხოლო შპს «ს.
- საქმე №190210017001940088 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2019
- საქმე №190210017001940088 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 04.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება