1. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია.
2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით.
3. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგისა და ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისთვის, გადმოტვირთვისა და გაწმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება რკინიგზასთან შეთანხმებით.
4. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სალიანდაგო მოწყობილობებისა და ტექნიკური ნაგებობების კონსტრუქცია და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) გატარებას ტექნიკური დატვირთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო ამ ლიანდაგის რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას – რკინიგზის მიერ გამოყოფილი ლოკომოტივის გატარებას.
5. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკური მომსახურებისათვის შეიძლება გადაეცეს რკინიგზას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. ახალაშენებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ გადაცემა და ამ ლიანდაგზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მიწოდება დასაშვებია, თუ მას საექსპლუატაციოდ მიიღებს რკინიგზისა და ლიანდაგის მფლობელის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია.
7. თითოეულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, ხელოვნური ნაგებობების ნახაზი, გეგმა და გრძივი პროფილი.
8. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას.
9. არსებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგთან მშენებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთებისათვის საჭიროა:
ა) რკინიგზის ნებართვა, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ეკუთვნის რკინიგზას;
ბ) იმ პირის ნებართვა რკინიგზასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6968
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.03.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი 1. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია. 2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით,ნებართვით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით . 3. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგისა და ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისთვის, გადმოტვირთვისა და გაწმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება რკინიგზასთან შეთანხმებით. 4. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სალიანდაგო მოწყობილობებისა და ტექნიკური ნაგებობების კონსტრუქცია და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) გატარებას ტექნიკური დატვირთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო ამ ლიანდაგის რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას – რკინიგზის მიერ გამოყოფილი ლოკომოტივის გატარებას. 5. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკური მომსახურებისათვის შეიძლება გადაეცეს რკინიგზას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 6. ახალაშენებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ გადაცემა და ამ ლიანდაგზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მიწოდება დასაშვებია, თუ მას საექსპლუატაციოდ მიიღებს რკინიგზისა და ლიანდაგის მფლობელის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია. 7. თითოეულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, ხელოვნური ნაგებობების ნახაზი, გეგმა და გრძივი პროფილი. 8. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას. 9. არსებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგთან მშენებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთებისათვის საჭიროა: ა) რკინიგზის ნებართვა, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ეკუთვნის რკინიგზას; ბ) იმ პირის ნებართვა რკინიგზასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმსსმI, I, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-453-695-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2009
…მოცდენაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარკინიგზო გადაზიდვები თავის თავში ორ ხელშეკრულებას აერთიანებს – ტვირთის გადაზიდვას საერთო სარკინიგიზო ქსელის მეშვეობით და მისასვლელი ლიანდაგით სარგებლობას. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდაგით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია.
- საქმე №190210017001940088 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2019
…საფასური განსაზღვრულია ლიანდაგის დაზიანების ფაქტი გამო, მაგრამ ეს დასკვნა დასაბუთებული არ არის. მასში არ არის მითითებული რა ანალოგების საფუძველზე დადგინდა მიწის ნაკვეთის საიჯარო ფასი - 1 მეტრი ლიანდაგის საიჯარო ფასი 160 ლარი. „სარკინიგზო კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას.
- საქმე №190210017001940088 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 04.12.2018
…საფასური განსაზღვრულია ლიანდაგის დაზიანების ფაქტი გამო, მაგრამ ეს დასკვნა დასაბუთებული არ არის. მასში არ არის მითითებული რა ანალოგების საფუძველზე დადგინდა მიწის ნაკვეთის საიჯარო ფასი - 1 მეტრი ლიანდაგის საიჯარო ფასი 160 ლარი. „სარკინიგზო კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება