თავი IV — რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა სხვა სახეობის ტრანსპორტის მონაწილეობით
1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვათა) მონაწილეობით.
2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 18.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2023 კანონი №3316
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა 1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, სამდინარო, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) მონაწილეობით. [ 1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვათა) მონაწილეობით. (ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან)] 2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-792-1007-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2009
სააპელაციო პალატამ გაიზიარა მხარეთა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა “სარკინიგზო კოდექსის” 32-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა და ექსპერტის დასკვნაში თითოეულ ქმანში დაფიქსირებული მოცდენის დროის გათვალისწინებით გაანგარიშებული თანხა არასწორად იქნა განახევრებული.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება