1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით.
2. თუ ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ იხდის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს, რკინიგზას უფლება აქვს დააკავოს ტვირთი და ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში განკარგოს ტვირთი. თუ აღნიშნულ ვადაში გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ დაფარავს დავალიანებას, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს, რკინიგზა უფლებამოსილია მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია. რეალიზაციას არ ექვემდებარება:
ა) სახელმწიფო და თავდაცვითი დანიშნულების სპეციალური (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) ტვირთი;
ბ) ტვირთი, რომლის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდა ხორციელდება დანიშნულების რკინიგზის სადგურში ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად;
გ) საბაჟო ორგანოსა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.
3. თუ ტვირთმიმღებისათვის მიტანილია ტვირთი, რომლის სახელწოდება არ შეესაბამება ზედნადებში აღნიშნულ დასახელებას, ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს იგი რკინიგზის სადგურისგან და უზრუნველყოს მისი შენახვა ტვირთგამგზავნთან საკითხის მოგვარებამდე. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე, ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარდგენის გარეშე. თუ ტვირთმიმღები არ მიიღებს ტვირთს, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს მას, რკინიგზას უფლება აქვს, დაუყოვნებლივ გადმოტვირთოს ტვირთი და შეინახოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე. რკინიგზას შეუძლია უფლებამოსილი პირისგან მითითების მიღების დალოდების გარეშე გაყიდოს ტვირთი, თუ იგი მალფუჭებადია, თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ გადაწყვეტილებას ან თუ შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. რკინიგზას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში არც ერთი მხარისგან არ მიიღებს მითითებებს.
4. ტვირთმიმღებს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანების ან გაფუჭების შედეგად ტვირთის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი დანიშნულებისამებრ სრული ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია.
5. თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ ვაგონის (კონტეინერის) დროულად დაუცლელობის ან რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დროულად გაუტანლობის გამო ან ტვირთმიმღების მიზეზით სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან რკინიგზის სადგურზე ვაგონის დაყოვნების შედეგად, ქონებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს.
6. საერთო სარგებლობის ადგილებზე ტვირთის მიღებისას ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს თავისი კუთვნილი ტვირთი და გაიტანოს რკინიგზის სადგურიდან.
7. ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის
კანონი
№4926
- ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4926
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.03.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. ტვირთის გაცემა 1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით. 2. თუ ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ იხდის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს, რკინიგზას უფლება აქვს დააკავოს ტვირთი და ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში განკარგოს ტვირთი. თუ აღნიშნულ ვადაში გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ დაფარავს დავალიანებას, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს, რკინიგზა უფლებამოსილია მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია. რეალიზაციას არ ექვემდებარება: ა) სახელმწიფო და თავდაცვითი დანიშნულების სპეციალური (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) ტვირთი; ბ) ტვირთი, რომლის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდა ხორციელდება დანიშნულების რკინიგზის სადგურში ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად; გ) საგადასახადოსაბაჟო ორგანოებისაორგანოსა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან. 3. თუ ტვირთმიმღებისათვის მიტანილია ტვირთი, რომლის სახელწოდება არ შეესაბამება ზედნადებში აღნიშნულ დასახელებას, ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს იგი რკინიგზის სადგურისგან და უზრუნველყოს მისი შენახვა ტვირთგამგზავნთან საკითხის მოგვარებამდე. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე, ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარდგენის გარეშე. თუ ტვირთმიმღები არ მიიღებს ტვირთს, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს მას, რკინიგზას უფლება აქვს, დაუყოვნებლივ გადმოტვირთოს ტვირთი და შეინახოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე. რკინიგზას შეუძლია უფლებამოსილი პირისგან მითითების მიღების დალოდების გარეშე გაყიდოს ტვირთი, თუ იგი მალფუჭებადია, თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ გადაწყვეტილებას ან თუ შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. რკინიგზას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში არც ერთი მხარისგან არ მიიღებს მითითებებს. 4. ტვირთმიმღებს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანების ან გაფუჭების შედეგად ტვირთის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი დანიშნულებისამებრ სრული ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია. 5. თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ ვაგონის (კონტეინერის) დროულად დაუცლელობის ან რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დროულად გაუტანლობის გამო ან ტვირთმიმღების მიზეზით სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან რკინიგზის სადგურზე ვაგონის დაყოვნების შედეგად, ქონებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს. 6. საერთო სარგებლობის ადგილებზე ტვირთის მიღებისას ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს თავისი კუთვნილი ტვირთი და გაიტანოს რკინიგზის სადგურიდან. 7. ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმსსმI, I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1024-1055-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის შესაბამისად საერთო სარგებლობის ადგილებზე ტვირთის მიღებისას ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს თავისი კუთვნილი ტვირთი და გაიტანოს რკინიგზის სადგურიდან.
- საქმე №ბს-611-583(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2008
…დაჯარიმების ერთ-ერთ საფუძველს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში, დაკარგული ტვირთის ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 26-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისის ზღვრულ ნორმას.
- საქმე №ას-148-573-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2006
1 ოქტომბრის ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებებით, იდენტური საფუძვლითა და მოტივაციით, კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 26-ე მუხლის დარღვევის გამო განთავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან; ა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება