1. რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.
2. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) კუთვნილი ან მის მიერ რკინიგზისაგან სარგებლობის უფლებით აღებული ვაგონის (კონტეინერის) მიღების დაყოვნებისას საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ამ ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დროისათვის გადაიხდება ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის ნახევარი.
3. რეფრიჟერატორული სექციით, რეფრიჟერატორული ვაგონით ან რეფრიჟერატორული მატარებლით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ასეთი სექციის ან მატარებლის ბოლო ვაგონის დატვირთვის (გადმოტვირთვის) დროის გათვალისწინებით.
4. ვიწროლიანდიან სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მცირდება 50%-ი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.12.2002).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1024-1055-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
ო-ი არ წარმოადგენს ტვირთმიმღებს და ჩათვალა, რომ მისი, როგორც ტვირთმიმღების პასუხისმგებლობა სრულად გამორიცხულია, რადგანაც საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტვირთის შენახვის გამო პასუხისმგებელ პირს ასევე წარმოადგენს ექსპედიტორი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში „ს-ა“ წარმოადგენს, ხოლო რადგანაც „ბ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება