1. დატვირთული ვაგონი და კონტეინერი უნდა დაიპლომბოს რკინიგზის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ, ან გამგზავნის (ნავსადგურის) საკონტროლო-ჩამკეტი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია გამგზავნის (ნავსადგურის) მიერ.
2. ფიზიკურ პირთა პირადი (საყოფაცხოვრებო) დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილ დახურულ ვაგონსა და კონტეინერს ტვირთგამგზავნის შეხედულებისამებრ და მისი ხარჯით პლომბავს რკინიგზა ან ექსპედიტორი.
3. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია დაუპლომბავი ვაგონითა და კონტეინერით, აგრეთვე ვაგონსა და კონტეინერზე ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დადების პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
4. საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული შემოწმების მიზნით ვაგონისა და კონტეინერის გახსნისას ახალი პლომბებისა და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების განსაზღვრული წესით დადებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური).
5. რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უზრუნველყოფს ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებითა და მათი მოსახსნელი საშუალებებით, რომლებისთვისაც ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) იხდის სათანადო საფასურს.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.03.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.03.2012 კანონი №5947
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.03.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. დატვირთული ვაგონისა და კონტეინერის დაპლომბვა 1. დატვირთული ვაგონი და კონტეინერი უნდა დაიპლომბოს რკინიგზის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ, ან გამგზავნის (ნავსადგურის) საკონტროლო-ჩამკეტი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია გამგზავნის (ნავსადგურის) მიერ. 2. ფიზიკურ პირთა პირადი (საყოფაცხოვრებო) დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილ დახურულ ვაგონსა და კონტეინერს ტვირთგამგზავნის შეხედულებისამებრ და მისი ხარჯით პლომბავს რკინიგზა ან ექსპედიტორი. 3. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია დაუპლომბავი ვაგონითა და კონტეინერით, აგრეთვე ვაგონსა და კონტეინერზე ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დადების პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 4. საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული შემოწმების მიზნით ვაგონისა და კონტეინერის გახსნისას ახალი პლომბებისა და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების განსაზღვრული წესით დადებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური). 5. რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უზრუნველყოფს ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებითა და მათი მოსახსნელი საშუალებებით, რომლებისთვისაც ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) იხდის სათანადო საფასურს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმსსმI, I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება