1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარმოდგენის გარეშეც.
2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან ტვირთის მიღებაზე უარი თქვა, ვიდრე გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია საწინააღმდეგო მითითებები.
3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ, რაც მიმღებმა 680-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გასცა მითითება მესამე პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას მიმღები იკავებს გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი
–
მიმღების ადგილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-244-234-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2013
საკასაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი: მხარეთა შორის სადავოა 2004 ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ვალდებულების შეუსრულებლობა - გადაზიდული ტვირთის ვადაში მიუღებლობით მიყენებული ზიანი, რამაც ვაგონ-ცისტერნების მოცდენა გამოიწვია, შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს განმარტება სამოქალაქო კოდექსის 683-ე მუხლისა და სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა სს “ს.
- საქმე №ას-1685-1671-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2012
…საფუძველს წარმოადგენს შემდეგი: მხარეთა შორის სადავოა 2004 ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ვალდებულების შეუსრულებლობა - გადაზიდული ტვირთის ვადაში მიუღებლობით მიყენებული ზიანი, რამაც ვაგონ-ცისტერნების მოცდენა გამოიწვია. სამოქალაქო კოდექსის 683-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები.
- საქმე №3კ/1493-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2003
სკ-ს 683-ე და 684-ე მუხლების შესაბამისად, როდესაც ტვირთმიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, რ. დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ტვირთგამომგზავნს და ითხოვს მისგან მითითებებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება