1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის რეორგანიზაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. რეორგანიზაციით სახელმწიფო მუზეუმისთვის საქმიანობის მიმართულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
3. არასახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 14.12.2022 კანონი №2293
- 16.03.2021 კანონი №377
- 05.07.2018 კანონი №3045
- 07.12.2017 კანონი №1625
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების რეორგანიზაცია 1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. [ 1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის რეორგანიზაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2. რეორგანიზაციით სახელმწიფო მუზეუმისთვის საქმიანობის მიმართულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 3. არასახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუზეუმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება