1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმებს აფუძნებს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა (დამფუძნებელსა) და სამინისტროს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №377
- 15.07.2020 კანონი №6910
- 05.07.2018 კანონი №3045
- 07.12.2017 კანონი №1625
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები 1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმებს აფუძნებს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა (დამფუძნებელსა) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1176(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
№05/05 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე", "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 და მე-9 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც მოსარჩელე მუშაობს, სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებაა.
- საქმე №ბს-850(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-9 მუხლზე და აღნიშნა, რომ სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუზეუმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება