1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, აგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანო.
2. მუზეუმ-ნაკრძალის მიზანია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვა, ექსპონირება, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
4. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით და მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით.
5. მუზეუმ-ნაკრძალის სახეობებია:
ა) არქიტექტურული;
ბ) არქეოლოგიური (არქეოლოგიური პარკი);
გ) ეთნოგრაფიული;
დ) ისტორიული.
6. მუზეუმ-ნაკრძალი ასევე შესაძლებელია იყოს კომპლექსური – ერთდროულად იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რამდენიმე სახეობის.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5553 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.09.2013 კანონი №1330
- 20.12.2011 კანონი №5553
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.09.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. მუზეუმ-ნაკრძალი 1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს პრეზიდენტისმთავრობის ბრძანებულებით,დადგენილებით, სამინისტროს წარდგინებისწარდგინების, , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზესაფუძველზე. . მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, ასევეაგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისმთავრობის ბრძანებულებითდადგენილებით განსაზღვრული ორგანო. 2. მუზეუმ-ნაკრძალის მიზანია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვა, ექსპონირება, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 3. საქართველოს პრეზიდენტისმთავრობის ბრძანებულებით,დადგენილებით მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 4. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით და მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით. 5. მუზეუმ-ნაკრძალის სახეობებია: ა) არქიტექტურული; ბ) არქეოლოგიური (არქეოლოგიური პარკი); გ) ეთნოგრაფიული; დ) ისტორიული. 6. მუზეუმ-ნაკრძალი ასევე შესაძლებელია იყოს კომპლექსური – ერთდროულად იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რამდენიმე სახეობის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1176(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
მუზეუმ-ნაკრძალის განმარტება მოცემულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში. კასატორები თვლიან, რომ მუზეუმ-ნაკრძალი არ მიეკუთვნება "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო დაწესებულებების ჩამონათვალს.
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „ს----------–--- სახელმწიფოსა და ს----------–--- ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამასთანავე, ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და…
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება