1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან:
ა) დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას;
ბ) სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ;
გ) ხელი შეუწყონ მუ
ზეუმ-ნაკრძალს შესაბამის სამოქმედო არეალში მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შემოწმებაში.
2. ფიზიკური და იურიდიული პირების სხვა მოვალეობები და უფლებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6908
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში 1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან: ა) დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას; ბ) სამინისტროსასამინისტროს, და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებსორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვისმემკვიდრეობისთვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ; გ) ხელი შეუწყონ მუზეუმ-ნაკრძალსმუ ზეუმ-ნაკრძალს შესაბამის სამოქმედო არეალში მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შემოწმებაში. 2. ფიზიკური და იურიდიული პირების სხვა მოვალეობები და უფლებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი III. გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
…რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი განასახიერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადებით დეკლარირებული კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის უფლების უზრუნველყოფის პოზიტიურ საკანონმდებლო ზომებს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირების უფლება-მოვალეობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომლის 1-ელი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირები ვალდებული არიან დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას.
- საქმე №ბს-548(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
ვ-ის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, გარკვეული სახის სამუშაოები, გაწეული იქნა შესაბამისი ხარჯები და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში მას მიადგენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომელიც ავალდებულებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას და მათზე ზრუნვას.
- საქმე №ბს-861(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
…გამოცხადებისათვის და სადავო აქტის გამოცემისას რატომ არ გაამახვილა ყურადღება სხვა მითითებებზე, რომლის შესრულების ვალდებულებაც მშენებელს სამშენებლო სამუშაოების წარმოების მომენტისათვის ეკისრებოდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი პირდაპირ ავალდებულებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას.
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „ს----------–--- სახელმწიფოსა და ს----------–--- ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამასთანავე, ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და…
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.
- საქმე №170310018002524688 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 27.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება