ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუზეუმი – კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია;
ბ) ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები;
გ) საბუნებისმეტყველო მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ბუნების მოვლენების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების ამსახველი მასალები, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებასთან დაკავშირებული მასალები;
დ) მემორიალური მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები;
ე) ხელოვნების მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების ამსახველი მასალები;
ვ) ლიტერატურული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ლიტერატურის ისტორიისა და თანამედროვე ლიტერატურის ამსახველი მასალები;
ვ1) სამხედრო მუზეუმი − ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ზ) მუზეუმის ფონდი – მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა;
თ) სამუზეუმო ნივთი – მუზეუმის ფონდში დაცული კულტურული ფასეულობა, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, კულტურის უძრავი ძეგლის ფრაგმენტული ნაწილი ან კულტურის ძეგლის ნიშნის მქონე ანტიკვარული საგანი;
ი) სამუზეუმო ექსპონატი – დადგენილი წესით აღრიცხული სამუზეუმო ნივთი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი;
კ) სამუზეუმო კოლექცია – რაიმე საერთო ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს მუზეუმის ფონდის ნაწილს;
ლ) სამუზეუმო საქმიანობა – მუზეუმთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საფინანსო-ეკონომიკური, შეგროვებითი, საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობა;
მ) საქართველოს მუზეუმების სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ერთობლიობა;
ნ) საქართველოს სამუზეუმო ფონდი – საქართველოს მუზეუმებში დაცული ფონდების ერთობლიობა;
ო) საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილი – სახელმწიფო და ადგილობრივ მუზეუმებში აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა;
პ) საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილი – არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმების საკუთრებაში არსებული, აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა;
ჟ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი – დადგენილი წესით შედგენილი სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ძირითადი მონაცემები თითოეულ სამუზეუმო ექსპონატსა და კოლექციაზე;
რ) სამუზეუმო ექსპოზიცია – გარკვეული სისტემით ექსპონირებული მუზეუმის ფონდის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია დამთვალიერებლისათვის.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.12.2022 კანონი №2293
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუზეუმი – კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები; გ) საბუნებისმეტყველო მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ბუნების მოვლენების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების ამსახველი მასალები, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებასთან დაკავშირებული მასალები; დ) მემორიალური მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები; ე) ხელოვნების მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორიისა და თანამედროვე ხელოვნების ამსახველი მასალები; ვ) ლიტერატურული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც დაცულია ლიტერატურის ისტორიისა და თანამედროვე ლიტერატურის ამსახველი მასალები; [ვ1) ვ1 ) სამხედრო მუზეუმი − ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ზ) მუზეუმის ფონდი – მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; თ) სამუზეუმო ნივთი – მუზეუმის ფონდში დაცული კულტურული ფასეულობა, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, კულტურის უძრავი ძეგლის ფრაგმენტული ნაწილი ან კულტურის ძეგლის ნიშნის მქონე ანტიკვარული საგანი; ი) სამუზეუმო ექსპონატი – დადგენილი წესით აღრიცხული სამუზეუმო ნივთი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი; კ) სამუზეუმო კოლექცია – რაიმე საერთო ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, რომელიც შეადგენს მუზეუმის ფონდის ნაწილს; ლ) სამუზეუმო საქმიანობა – მუზეუმთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საფინანსო-ეკონომიკური, შეგროვებითი, საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობა; მ) საქართველოს მუზეუმების სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ერთობლიობა; ნ) საქართველოს სამუზეუმო ფონდი – საქართველოს მუზეუმებში დაცული ფონდების ერთობლიობა; ო) საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილი – სახელმწიფო და ადგილობრივ მუზეუმებში აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; პ) საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილი – არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმების საკუთრებაში არსებული, აღრიცხული და დაცული სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა; ჟ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი – დადგენილი წესით შედგენილი სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ძირითადი მონაცემები თითოეულ სამუზეუმო ექსპონატსა და კოლექციაზე; რ) სამუზეუმო ექსპოზიცია – გარკვეული სისტემით ექსპონირებული მუზეუმის ფონდის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია დამთვალიერებლისათვის. თავი II. სამუზეუმო საქმიანობის ორგანიზება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-219(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2026
…ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი. სხვა უფლებამოსილებებთან ერთად სააგენტოს გააჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუზეუმო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება (დებულების 3.1 მუხ. „ფ“ ქვ.პ.). „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული…
- საქმე №ბს-1248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველ, მე-3 მუხლებზე, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-5 მუხლებზე, “მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, “კულტურის შესახებ” საქაართველოს კანონის მე-5 მუხლის “თ” ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლზე, საქართველოს…
- საქმე №ბს-1193(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
…კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს...ის სახელობის მუზეუმი - წარმოადგენს თუ არა იმგვარ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული…
- საქმე №ბს-1176(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
№05/05 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე", "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 და მე-9 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც მოსარჩელე მუშაობს, სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებაა.
- საქმე №ბს-1021(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ...
- საქმე №ბს-1022(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
- საქმე №ბს-502(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ბს-575(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ბს-220(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
- საქმე №ბს-1322(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №ბს-664(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №ბს-277(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №ბს-241(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ბს-757(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №ბს-752(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №ბს-566(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №ბს-850(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №ას-1222-1163-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2015
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუზეუმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება